LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა მირიანაშვილის პირველი კომენტარი: „მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ!..“

973
miranda2345

მირანდა მირიანაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს კომენტარს ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ცნობილი რუსი ჟურნალისტი მისი სტუმარი უნდა ყოფილიყო.

მირანდა წერს:

„მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას მე, ჩემს ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით, ესაა, რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი, და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს, გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ახლა მხდის ბედნიერს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g