LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა ქერიმ ზღაპრული ქორწილის ფოტოები გააზიარა

470

მიუხედავად იმისა, რომ მირანდა ქერისა და ევან შპიგელის ქორწილის შესახებ ცნობილი თავიდანვე იყო, ქსელში ამ დრომდე ცერემონიიდან არცერთი ფოტო არ მოხვედრილა. როგორც გაირკვა, ისინი ექსკლუზიურად ჟურნალ Vogue-სთვის გადაიღეს, ამიტომ უმეტესი მათგანი ხელმისაწვდომი აგვისტოს ნომერში იქნება.

მანამდე კი, თავად მოდელმა ქსელში რამდენიმე ფოტო გააზიარა, რომელთა ავტორიც ლეგენდარული პატრიკ დემარშელი იყო.

მდიდრული კაბა პატარძლისთვის მოდის სახლმა „დიორმა“ შექმნა. „ვფიქრობ, ასეთი კაბა ნებისმიერი გოგოს ოცნებაა. სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე უკეთეს კაბაზე ვერც ვიოცნებებდი“, – დაწერა თავად ლამაზმანმა და საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო გააზიარა

ცნობილია, რომ მირანდასა და ევანის ქორწილმა 50 ადამიანის გარემოცვაში ჩაიარა, შესაბამისად, მას მხოლოდ წყვილის უახლოესი ადამიანების ესწრებოდნენ. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები