როგორც ცნობილია, ორლანდო ბლუმს ყოფილ მეუღლესთან, მირანდა კერისთან იდეალური ურთიერთობა აქვს, მათმა ქორწინებამ სულ რაღაც სამ წელს გასტანა, ისინი 10 წლის ვაჟს ერთობლივად ზრდიან. აღსანიშნავია, რომ ბლუმის ამჟამინდელი მეუღლე, კეტი პერი მირანდასთან მეგობრობს.
„არაჩვეულებრივი ხარ, მიყვარხარ“ – ორლანდო ბლუმის ყოფილი მეუღლე კეტი პერით აღფრთოვანებულია
სულ ცოტა ხნის წინ, კეტიმ ლაივჩართვაში მირანდას შესახებ ისაუბრა და თავიანთ თანამედროვე ოჯახზე გაამახვილა ყურადღება.
„მირანდასთან ახლო ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ მისი პროდუქტების დატესტვა შემიძლია, ეს მაშინ ხდება, როდესაც მის შვილს ზურგჩანთით რაღაცეები მოაქვს“, – იხუმრა პერიმ.
ცნობისთვის 37 წლის მოდელს თავის მოვლის საშუალებების ხაზი აქვს შექმნილი, რომელიც საკაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.