რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ ჯგუფი ,,ფლეშის’’ ერთ-ერთი წევრი ბადრი გაბიცინაშვილი სტუმრობდა.
ბადრი გაბიცინაშვილი: 90-იანების დროს, ფაქტიურად გვირაბიდან გამონათების შემდეგ, პირველი ჯგუფი ვიყავით, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო. 5-6 წელი ხალხურ ანსამბლში ვმღეროდი. იქ მოვიდა არჩილ ბურჭულაძე, სადღაც მეორე-მესამე შეხვედრაზე, მოვიდა მთავარი ლოტბარი და გვიტხრა, რომ უკრაინაში მივდივართ, ათი ქალაქი უნდა მოვიაროთო. შემდეგ, იქ გადაწყდა ჩვენი ბედი. მე და ,,ჩიბომ’’ ვთქვით, რომ თბილისში ჯგუფს შევქმნიდით. სადღაც 16 წლის ვიქნებოდი და ჯგუფიც შედგა.
სიმღერა, რომელიც პირველად ჩაწერეთ..
ერთ-ერთ ფესტივალში ვმონაწილეობდით და იქ გვითხრეს, რომ უნდა ჩაგვეწერა სიმღერა. ,,ისევ გათენდება’’ ეს იყო სახელწოდება.
რომელი სიმღერა ,,აიტაცა’’ საზოგადოებამ?
ეს იყო ,,ბათუმი’’. სადაც არ უნდა წასულიყავი, რაც არ უნდა ჩაგერთო ყველგან ეს სიმღერა ჟღერდა.
საახალწლოდ, სიახლეს ხომ არ გეგმავთ?
პერიოდულად ვართ სხვადასხვა კონცერტზე. ამჯერად, 27 დეკემბერს, კონცერტი გვაქვს და შეგიძლიათ მობრძანდეთ. ახალ წელს, რაც შეეხება ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ მირჩევნია, რომ სადმე სოფელში გემრიელად შევხვდე.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები