გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს.
ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ “ფორტუნას” დაუდასტურა.
როგორც მან აღნიშნა, ის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი არ იქნება და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია.