„მის ფლორიდას“ გამარჯვებული, 24 წლის ჯენესის დავილა, იძულებული გახდა მოპოვებული გვირგვინი კონკურსის ორგანიზატორებისთვის უკან დაებრუნებინა. მიზეზად კი ის სახელდება, რომ ფინალურ შოუზე მან ჩუმად მიმართა ვიზაჟისტს დახმარებისთვის.
„ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თანასწორი პირობები მონაწილეებისთვის, რათა მივიღოთ ობიექტური შეფასებები. სამწუხაროდ, გამარჯვებული შეეცადა წარმატებისთვის არაკეთილსინდისიერი გზით მიეღწია. მან ცუდი არჩევანი გააკეთა, რისთვისაც დაისაჯა“, – განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.
ჯენესისმა უარყო მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, თუმცა მაინც იძულებული გახდა დიადემა თავისი მტავარი კონკურენტისთვის გადაეცა.


