მიკალია ჰოლმგრენი სილამაზის კონკურს „მის მინესტოტას“ ისტორიაში შევა როგორც პირველი დაუნის სინდრომის მქონე მონაწილე. 22 წლის გოგონამ განაცხადი მონაწილეობაზე უკვე შეიტანა.
მიკალიას თქმით, დოკუმენტების ჩაბარების დროს არ უნერვიულია. კონკურსის აღმასრულებელი დირექტორის, დენიზ უოლესის თქმით კი, ჰოლმგრენი იდეალურად შეესაბამება ფორმატს: „ის არაჩვეულებრივი გოგოა და სრულებით ჯდება ჩვენს მთავარ სტანდარტში, – იყოს თავდაჯერებული საკუთარ სილამაზეში“.
კონკურსი გასულ წელსაც განსაკუთრებული იყო – მასში პირველად მიიღეს მონაწილეობა გოგონებმა ჰიჯაბსა და ბურკინში.
