უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკაში ავტორიტარული ელემენტები შეიმჩნევა და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს. დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძემ პოსტი ნაადრევად დატოვოს.
„პრემიერმინისტრმა საკმაოდ კარგად, აბსოლუტურად ამომწურავად გამოხატა სწორედ პარტიის პოზიცია , როგორც თავმჯდომარემ, როგორც ლიდერმა და როგორც სწორედ უმრავლესობაზე მზრუნველმა ადამიანმა. პარლამენტის თავმჯდომარეს ვფიქრობ, რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები, რაც რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელია. ეს ჩვენ ნოტებიც და რიტორიკაც და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს , მისი რიტორიკა ვფიქრობ რომ მიუღებელია და ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს,“- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ”რუსთავი 2″- თან.
ჟურნალისტის კითხვაზე მოსლოდნელია თუ არა, რომ ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვოს, ქანთარია პასუხობს: “სულ ვამბობ, რომ ბუნებაში ყველაფერი მოსალოდნელია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, ალექსანდრე ქანთარიამ, საჯარო განცხადებების გაკეთებისას, შეცდომები დაუშვა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ დეპუტატების მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა.