LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის საფლავზე ყოველდღე მოდიან და ამბობენ, რომ გამოეცხადათ და პრობლემა მოუგვარდათ… ერთი ქალბატონი ჰყვება – ჩავარდნილი ვიყავი, ვიწექი, ღამით დამესიზმრა, რაღაც მომაწოდა და მეორე დღეს ფეხზე წამოვდექიო“ – მამა თეიმურაზ ქორიძე, მოძღვარი, რომელიც ადამიანებს იმ ქვეყნიდანაც ეხმარება

286
86d1ce1e-412b-4636-afe0-a41c0626027e

ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი, მამა თეიმურაზ ქორიძის ბავშვობის მეგობარი და შვილის ნათლია, თენგო ბატონისაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

მამა თეიმურაზის ბავშვობის მეგობარი იხსენებს, რომ ახალგაზრდა მამაოს მანამდეც ბევრი ადამიანი იცნობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ავად გახდა ის მთელმა საქართველოს გაიცნო და შეიყვარა:

„მის საფლავზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის, როდესაც ჩავდივართ გამორიცხულია, რომ ვინმე არ მოვიდეს და არ გვითხრას, რომ დაესიზმრა, გამოეცხადა, რის შემდეგაც ესა თუ ის პრობლემა მოუგვარდათ… ერთი ქალბატონი ჰყვება, ჩავარდნილი ვიყავი, ვიწექი. ღამით დამესიზმრა, რაღაც მომაწოდა და მერე დღეს ფეხზე წამოვდექიო, ამის მერე კი მამაოს საფლავზე მოვიდა.

„ძალიან კარგი იქნება თუ მამა თეიმურაზის ოცნება ასრულდება და „მღვდლის ჩანაწერები“ წიგნად გამოვა, ყველა სიტყვა ძვირფასია, ყველა ჩანაწერი გულწრფელი“ – მამა თეიმურაზ ქორიძის მეგობრის ინიციატივა

როგორც მამა თეიმურაზ ქორიძის მეგობარი ალექსანდრე ჯინჭარაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, ის წიგნის რედაქტირებაში მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებს.

თავის სულიერ შვილებს სიზმარშიც ეცხადება და ზოგს ანუგეშებს. ზოგს სრულიად უცხოს დაესიზმრა… ბევრი ნანობს, რომ მამაოს სიცოცხლეში მისი გაცნობა ვერ მოასწრო. მანამდეც ბევრი იცნობდა, მაგრამ ავად რომ იყო, მას შემდეგ მთელმა საქართველოს გაიცნო“ – ამბობს თენგო ბატონისაშვილი ჟურნალთან „სარკე“.

„ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ…“ – მამა თეიმურაზის ემოციური წერილი შვილს

ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალის „სარკე“ 25 დეკემბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g