ლას-ვეგასში კონკურსი „მის სამყარო 2015“ დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც 26 წლის ფილიპინელი პია ალონსო ვურტცბახი გახდა.
თავდაპირველად, შეცდომის გამო წამყვანმა გამარჯვებულად კოლუმბიის წარმომადგენელი დაასახელა, თუმცა, მალევე გამოასწორა.
რაც შეეხება რეალურ გამარჯვებულს, მას ფილიპინების პრეზიდენტთან სასიყვარულო ურთიერთობებს მიაწერენ.
მომდევნო კონკურსი 2016 წლის ბოლოს ბუდაპეშტში გაიმართება.
