22 დეკემბერს გაიმართა „მის საქართველო 2018″-ის ფინლური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის სრულ ჩანაწერს მაყურებელი რუსთავი2-ის საახალწლო ეთერში იხილავს.
სილამაზის კონკურსი „მის საქართველო” კომპანია „იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით უკვე მრავალი წელია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას.
სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობა იღებდა 20 კონკურსანტი, საიდანაც ჟიურის მიერ შეირჩა ტოპ ათეული, დასახელდნენ ნომინაციების მფლობელები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
“მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი გახდა 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი თბილისიდან, რომელიც წარადგენს საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”.
“I ვიცე მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი გახდა 24 წლის თაკო ადამია თბილისიდან, რომელიც წარადგენს ჩვენს ქვეყანას “მის სამყარო 2019”-ზე.