LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე, ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ…” – ვის მიმართავს მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე

2410
მამუკაონაშვილისმეუღლე

მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ჟურნალისტების ნაწილს საყვედურობს. მისი თქმით, მედია საშუალებებმა ძველი ინტერვიუები ამოქექეს და ასეთ დროს გამოიყენეს.

“რამ გაგაბოროტათ ერო? ამოქექეს ჟურნალისტებმა ჩემი ძველი ინტერვიუები, გაამძაფრეს უფრო და ალანძღინებენ ჩემს თავს… ვის რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი?… მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე და ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ… სირცხვილია. პატივი ეცით მის სულს…”, – წერს ირინა ჩიხლაძე.

მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. მას 4 აგვისტოს დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები