LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისასალმებელია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო: სინოდი

74
1610102254-საპატრიარქო-e1610102272108

სინოდის განჩინების მიხედვით, საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით.

განჩინებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში

მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის. პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება”, – აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები