LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ანდღულაძე: „ვიფიქრე, რომ ან ჩემს ძმას მოვკლავდი, ან მე-9-დან გადავხტებოდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე…“

1362
misha-andguladze-news

მსახიობი მიშა ანდღულაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მის ცხოვრებას ეხება. როგორც ის წერს, მოზარდობისას თავადაც უფიქრია თავის მოვკლაზე და ეს ოჯახური პრობლემებით იყო განპირობებული…

გთავაზობთ მის სტატუსს:

„როცა მოზარდი ვიყავი და ჩემი უფროსი ძმა მამაჩემს ურტყამდა, რომელიც ასევე ძალადობის მსხვერპლი იყო და ეს უკვე ლამის ტრადიცია იყო “ჩემს ოჯახში”. მაშინ ვიფიქრე, რომ ან ჩემს ძმას მოვკლავდი, ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი (მაშინ მე-9 სართულზე ვცხოვრობდი გლდანში ) და ასე დავსჯიდი ჩემს ძმას და მშობლებს.

მაშინ ეს არ გავაკეთე და გადავრჩი.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

როცა სკოლაში ვიჩხუბე კლასელთან, საქმე პოლიციაში გაგრძელდა. განყოფილებაში მაშინდელი პოლიციელი ჩემს კლასელს დაემუქრა და უთხრა, რომ თუ არ იტყოდა, ვინ იყო კიდევ მასთან ერთად ჩხუბის დროს, ფიზიკურად გაუსწორდებოდა მას.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა

არც ახლა იცვლება არაფერი, როცა მთავრობა უკვე მერამდენედ იტყუება და საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

არაფერი შეიცვლება, სანამ საკუთარ თავზე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g