საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურს და იმ კითხვებს სვამს, რომლებზეც პასუხები ყოფილ პრეზიდენტისგან უნდა მიიღოს.
როგორც ის აცხადებს, შეხვედრის თაობაზე იუსტიციის სამინისტროსთვისაც აპირებს მიმართვას.
„მე დიდი სურვილი მაქვს შევხვდე მიშას. არა ანგარიშსწორებით, გაბრაზებით მივიდე და ისეთი განცდა მქონდეს, რაც მე გამიკეთა. დაესრწნონ მისი მშობლებიც, მამამისს ვიცნობ, დედამისიც დაესწროს, რასაც მე ვეტყვი. მე ვეტყვი – მიშა, რატომ გააკეთე ეს, ეს ბოროტება რატომ ჩაიდინე, რატომ შესწირე ბიძაჩემის და მამაჩემის სიცოცხლე, რატომ გააუბედურე ჩემი ახლობლები, რატომ გაყარე ჩემი შვილები 19 წელი, რომლებიც მოწყვეტილი არიან სამშობლოს. ახლა ძლივს შევძელი სამშობლოში დაბრუნება, რისთვის გააკეთა ეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მისი კონკურენტი ვიყავი და ჩემი განადგურება უნდოდა? გამცეს პასუხი, ყველანაირი ზედმეტი გაღიზიანების გარეშე, სუფთა ადამიანურად მაინტერესებს ეს. მინდა იუსტიციის სამინისტროს მივმართო, უფლება მომცეს. მიშა შემხვდი და გამეცი ამაზე პასუხი, ვინც გინდა ის დაისწარი“ – ამბობს ლევან მამალაძე გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.