LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ Facebook-პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

175
მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც მშვილდაძემ ტელეკომპანიასთან განაცხადა, ის დაბარებულია ფეისბუქ-სტატუსის გამო, რომელიც მან სოციალურ ქსელში 4 აპრილს, პრემიერის განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა:

“ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? – თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა”, – წერდა მაშინ მშვილდაძე. მოგვიანებით პოსტი აღარ იძებნებოდა, რაზეც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ტექსტი არ წაუშლია და დაარეპორტეს.

როგორც “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მიშა მშვილდაძე დღეს, 17:00 საათზე მაგისტრი მოსამართლის თანხლებით დაიკითხება.

მას გამოჰკითხავენ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

როგორც დღეს მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მის ამ ფეისბუქ-სტატუსს არაფერი მოჰყოლია და მხოლოდ სხვადასხვა სცენარის ნაწილია, რომელსაც მოქალაქეები განიხილავენ.

“ფაქტია, რომ არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: “აბა რა ვქნათ”- მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებელს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება”, – განაცხადა მშვილდაძემ.

პოპულალურები