LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

121
Capture

მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ამ ამბავში ყველაფერი გაირკვევა, ვის როგორ იყენებს, ვის რით აშინებენ, ვის რა მოტივაცია აქვს“ – მიშა მშვილდაძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები