LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია, მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება: თამარ ჩერგოლეიშვილი

929
1543412232-ჩერგოლეიშვილი

ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილს და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს, არ ხედავს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს.

ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ „პალაჟენიას“. ამან გამოიწვია ბევრი უბედურება – მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც.

მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია – მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს. ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შვილისგან განსხვავებით, სააკაშვილი ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილით რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ – გვარამია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g