„შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა,“ – ამის შესახებ ძეხვეულის კომპანია „ზეიკიძის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება, რადგან ფიქრობს, რომ დღევანდელი მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება.
„2003 წელს აქ ვიდექი, მე რომ მეგონა მოვიდოდა მთავრობა, განვითარდებოდა ქვეყანა, ისევ უკან დავბრუნდით. უკან დაბრუნება რომ არ მინდა, იმიტომ მოვედი აქ. უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება, გინდა მიშა იყოს, გინდა ნებისმიერი ადამიანი. ამას ვემსახურები მთელი ცხოვრება და ამიტომ ვდგავარ აქ.
შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულები ხდება“, – განაცხადა დავით ზეიკიძემ.