მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ირონიულად ეხმაურება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი.
“მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში? ჩვენ, “ლიბერალ -დემოკრატიული პარტია” მივიღებთ ყველა ზომას შენი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. მანამდე კი, მიშა, გაუძელი” – აცხადებს ჟირინოვსკი
ჟირინოვსკის განცხადებით, მან იცის რა მენიუ მოამზადა საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილისთვის, – “წვნიანი აყროლებული თევზის კუდებიდან პირველი, მეორე პიურე, კარტოფილის ნათალისგან და პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ფხვნილისგან მომზადებული კისელი”, – წერს ჟირინოვსკი.
“Sეხვედროდი იანუკოვიჩს, გეთამაშა ნარდი, მაგრამ შენმა ზედმეტმა გაუმაძღრობამ დაგღუპა,“- წერს ჟირინოვსკი.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი დამცინავად აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს მშვიდად შეეძლო ეცხოვრა რუსეთში.