მიშო ანთაძის დოკუმენტური ფილმი “მოსავალი” პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე კრიტიკოსთა ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში “პარალელები და შეხვედრები” (Parallels and Encounters).
ჟიურის შემადგენლობა:
Vesna Perić (სერბია) – მწერალი, კინოკრიტიკოსი
Nick Pinkerton (აშშ) – მწერალი, კინოკრიტიკოსი
Kieron Corless (დიდი ბრიტანეთი) – მწერალი, კინოკრიტიკოსი
ჟიურის წევრთა შეფასებით: “ეს არის გამორჩეულად დახვეწილი ნამუშევარი დებიუტანტი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორისგან.”
“მოსავალი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა.
„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.