LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში“ – მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

570
2026-02-23_00-04-24_181081

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა, – ამ ტრაგიკულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი „ლელო“ ავრცელებს.

„ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.

ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა ლელოს ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.

ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.
ლელოს ოჯახი გლოვობს…
ღმერთს ებარებოდე ლუკა“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g