ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ მან 2008 წელს საქართველო რუსეთს არ გადასცა ბრძოლისა და წინააღმდეგობის გარეშე.
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პროცესი ვითარდება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშრებით.
მისივე თქმით, სააკაშვილი იურიდიულად და ფორმალურად დღეს უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, უკრაინაც სწორ ნაბიჯებს დგამს:
“მე არაერთხელ შევაფასე, რა თქმა უნდა, არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი და მოკლან, სხვათა შორის რატომ – მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს ქვეყანა არ გადასცა ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე რუსეთს, აი ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული…
იურიდიულად და ფორმალურად დღეს ის არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ უკრაინა, რა თქმა უნდა, ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს.” – განაცხადა გიული ალასანიამ.
