„ეს გოგო ჩემი დაბადებაა“ – მაკა ზამბახიძე თავის ქალიშვილს სალომე ჩიტაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
სოციალურ ქსელში მაკამ მილოცვის ტექსტთან ერთად სალომეს სიმღერების ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ერთი ბგერა დედის ცხოვრების მალამოა.
„ეს გოგო ჩემი დაბადებაა. მისი ერთი ბგერა ჩემი ცხოვრების მალამოა. ბედნიერებისგან ბრწყინავდე მთელი ცხოვრება. სულ გემღერებოდეს რაც საოცრად გამოგდის. აგიხდეს ყველა ჩანაფიქრი და მადლობა ჩემი ქოქოსისთვის“, – წერს მაკა ზამბახიძე ფეისბუქში.