რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა.
პატიმართან შეხვედრისა და სამედიცინო კონსილიუმის გამართვის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა, დამძიმების შემთხვევაში მაღალ პროფილურ კლინიკაში განიხილება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
“შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთში. კონსილიუმი იყო დღეს შესული. ყველა თანხმდება, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იყოს მისი გადაყვანა. სააკაშვილს აქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არის მკვლელობა. ის უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. გუშინდელი პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი პრობლემები წარმოიქმნას”, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.