„2025 წლის 5 ივლისს, მახათას მთაზე მდებარე პანთეონში 15:00 საათზე, სადაც განისვენებს გენიალური მევიოლინე, გაიმართება მოსახსენიებელი წირვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალი „ღამის სერენადები“ და ლიანა ისაკაძის ოჯახი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს პატივი მიაგოს ლიანა ისაკაძის უკვდავ სახელს.
„წირვა-ლოცვას ლიანა ისაკაძის ხსოვნის პატივსაცემად მამა გიორგი აღავლენს.
დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს პატივი მიაგოს ლიანა ისაკაძის უკვდავ სახელს.
გენიალური მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი მუსიკა და დაუვიწყარი შესრულება კვლავაც შთააგონებს თაობებს.
ლიანა ისაკაძე დარჩა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ბრწყინვალე სახედ.
მისი მემკვიდრეობა ცოცხლობს ყოველი ნოტით, ყოველი კონცერტით, სადაც მისი სახელი ჟღერს სიყვარულითა და დიდებულებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
🙏ფესტივალი „ღამის სერენადები“ და ლიანა ისაკაძის ოჯახი იუწყებიან, რომ 2025 წლის 5 ივლისს, მახათას მთაზე მდებარე პანთეონში…
Posted by ღამის სერენადები / Night Serenades on ხუთშაბათი, 03 ივლისი, 2025