რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე სტუმრობდნენ სიმღერის ,,აფხაზეთო” პრემიერით.
სიმღერას ,,აფხაზეთო” ბედიები წარმოადგენენ, რომელზედაც კლიპის გადაღებას სამომავლოდ გეგმავენ. მუსიკა კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, ლექსი კი ნანა ცინცაძეს. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში, არანჟირებაზე იმუშავა ცირა ბზიშვილმა.