LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისმა უწმინდესობამ დალოცა საქართველო, დალოცა სტუმრები, მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის – საპატრიარქოს განცხადება

212
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-25T230109.636

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 45 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„ა.წ. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 45 წელი შესრულდა.
? ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.
? ამავე დღეს მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვივნენ და ღირსსახსოვარი თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი კვესიტაძემ ასევე მთავრობის, სამღვდელოების, ინტელიგენციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.
? მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ისტორიული თარიღი მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მამამთავრობის პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი ღვაწლისთვის და კვლავაც ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
? მისმა უწმინდესობამ დალოცა საქართველო, დალოცა სტუმრები, მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის და დასძინა, რომ პატრიარქობის მძიმე ჯვრის მტვირთველობაში ჩვენი ხალხის სიყვარულის არაჩვეულებრივი უნარი განამტკიცებდა და ძალას მატებდა“.- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინდა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს პატრიარქს: კახა კალაძე

სინოდის მღვდელმთავართა წერილი პატრიარქს: თქვენ უკვე ორმოცდახუთი წელია მუხლჩაუხრელად და ღირსეულად აღასრულებთ ამ დიდ მისიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g