კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მესამე შვილის მშობლები რამდენიმე დღის წინ გახდნენ. ცნობილი ხდება, რომ ცნობილმა გამოცემებმა უკვე დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ პატარას ფოტო პირველად მათ ფურცლებზე დაიბეჭდოს. გარანტირებულ რეიტინგში ისინი არც ისე ცოტა თანხის გადახდას გეგმავენ. კერძოდ კი, საუბარია ხუთ მილიონ დოლარზე, თუმცა ცნობილია, რომ კიმმა და კანიემ ამ შეთავაზებაზე მომენტალურად უარი განაცხადეს.
ინსაიდერის ცნობით, მათ არც კი უფიქრიათ, რომ შვილის საშუალებით ფული გამოემუშავებინათ. მსგავს საკითხს კიმი ამორალურს უწოდებს და ქალიშვილის უსაფრთხოებაზე და პაპარაცებისგან დაცვაზე გაძლიერებულად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ წყვილს 4 წლის ნორტი და 2 წლის სეინტი ჰყავს, რომლებიც თავად კიმმა გააჩინა. უკანასკნელის შემთხვევაში კი მათ სუროგატ დედას მიმართეს, რადგან კარდაშიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის საშუალებას არ აძლევდა.