LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტიკური მოვარდისფრო ტბა კახეთში და ელიას მთა – კიდევ ერთი სანახაობრივი ადგილი ტურისტებისთვის (ფოტოები)

1370
119915433-3455445241142274-5270846959206508609-o

ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი და აქამდე, ჯერ არნახული ადგილების აღმოჩენა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთია ელიას მთა დედოფლისწყაროში, რომლის შესახებაც მოგზაურებს ბლოგერი სოსო ნებიერიძე უყვება.

ნებიერიძე სოციალურ ქსელში ქართული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia, წერს რომ მთამდე საკმაოდ კარგი გზა მიდის და მას ნებისმიერი ავტომობილით შეგიძლიათ ესტუმროთ. ბლოგერი, ინფორმაციასთან ერთად, ელიას მთის და მიმდებარე ტერიტორიის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს.

6 უცნობი ტბა საქართველოში, რომელიც ჯერ არ გინახავთ და აუცილებლად უნდა ნახოთ

„ფორტუნა“ განაგრძობს თქვენთვის საინტერესო ტურისტული ადგილების გაცნობას.

„ეს ელიას მთაა დედოფლისწყაროში, საკმაოდ სანახაობრივი ადგილი. მთამდე საკმაოდ კარგი გზა მიდის და ნებისმიერი ავტომობილით შეგიძლიათ ესტუმროთ. თუ მოახერხებთ, კლდის წვერზე ადით და საოცარი ხედებით ისიამოვნეთ. იქვე, სულ რაღაც 5 კილომეტრში ქოჩების ტბაა, მარილიანი, ნახევრად დამშრალი და მოვარდისფრო ფერის. რაღაცნაირი ცოტა მისტიკური ადგილია. ტბაში საერთოდ არაფერი ჩაედინება, თუმცა მაინც ახერხებს არსებობას ამ ხრიოკ ადგილზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტბა კასპიის ზღვის ნარჩენია“, – წერს სოსო ნებიერიძე.

ცნობისთვის, ელიას მთა და მასზე არსებული მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.

ფოტოები: სოსო ნებიერძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g