მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა საკუთარი ადგილსამყოფლის შესახებ 112-ს თავად შეატყობინა.
„მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა. ამის შემდგომ განახორციელა ეს ქმედება.
„ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი“ – ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის სხდომაზე ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ მეუღე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რადგან ფიქრობს, რომ ამ გარდაცვლილმა ქალმა მის „მეგობრებთან ურთიერთობა დაიჭირა“
მიმალვის შემდეგ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა კუთხით ფიგურირებს საქმეში მესამე მოკლული, ადვოკატი უპასუხა, რომ ბრალდებულის ზვიად ზურაბაშვილის მტკიცებით, მეუღლე მასთანაც ღალატობდა.
„მასთანაც ღალატობდა. ამას განმარტავს. მან ასეთი პოზიცია გააჟღერა“,- თქვა ბრალდებულის ინტერესების დამცველმა.
გია ფარადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დაცვის მხარეს ალტერნატიული შუამდგომლობა არ ჰქონია.
„შესაბამისად, დაველოდებით წინა სასამართლოს სხდომას და შემდგომ ეტაპებზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლს და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
„ცოლს და ორ მეგობარს ესროლა“ – სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ზურაბაშვილს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.