მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს.
მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის -„დოპელმაიერის” საბაგირო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იქნება ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია სამთო ტურიზმის მიმართულებით.