LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მითები ელექტრომობილების შესახებ

84

ექპერტებმა მიზნად დაისახეს ელექტრომობილების შესახებ ყველაზე პოპულარული მითები გაექარწყლებინათ, საუბარია როგორც მათ წარმოებაზე, ისე ექსპლუატაციაზე. რეიტინგი გამოცემა gas2-მა შეადგინა. პირველი ადგილი ჩამონათვალში თავად ელექტრომობილის აწყობას ეთმობა. ის ნამდვილად უფრო ურთულებს ეკოლოგიას მდგომარეობას, ვიდრე შიდა წვის ძრავი. პროცესს მნიშვნელოვანი ელექტროდანახარჯები სჭირდება, ჩვეულებრივი ავტომობილის აწყობა ეკოლოგიას 18%-იან ზიანს აყენებს, ელექტრომობილი კი 35%-იანს.

კიდევ ერთი მითი ის გახლავთ, რომ ელექტრომობილის ელემენტი ნელი მოქმედების ბომბია. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ტყუილია. ლითიუმ-იონის ელემენტების გადამუშავება სრულიად შესაძლებელია და ვადის გასვლის შემდეგ რა თქმა უნდა დასალპობად მიწაზე არ უნდა მოხვდეს.

და ბოლოს, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ელექტრომობილების რაოდენობა ელექტროსადენებს გადატვირთავს. ამ ლეგენდაზე სპეციალისტები ამბობენ, რომ ელექტროენერგიაზე უფრო ძლიერ გავლენას ელექტროღუმელები და თმის საშრობები ახდენენ.

ნორვეგიაში ელექტროქარების რაოდენობა 2030 წლისთვის 1,5 მილიონი ეგზემპლარი იქნება, რაც მხოლოდ 3%-ით გაზრდის ადგილობრივ ელექტრო გაყვანილობაზე დატვირთვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები