LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრეს, რომ გადაცემა „სხვა კითხვები” აღარ იქნება…მადლობა გადავუხადე თანამშრომლობისთვის და წამოვედი” – ნიკოლოზ ხაჩიძე „რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზზე

251
BeFunky-collage - 2023-04-29T234419.834

მითხრეს, რომ გადაცემა „სხვა კითხვები” აღარ იქნება…მადლობა გადავუხადე თანამშრომლობისთვის და წამოვედი, – ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე „რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზზე გადაცემაში „სთორი” საუბრობს.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

„მითხრეს, რომ გადაცემა „სხვა კითხვები” აღარ იქნება და ვრჩები „ღამის პრაიმ ტაიმში”, მადლობა გადავუხადე 1 წლისთვის, რადგან ძალიან კომფორტულად ვმუშაობდი და წამოვედი. რაღაც პერიოდი ვგრძნობდი, რომ ეს მჭირდებოდა, იმიტომ, რომ ამოვისუნთქე. დაღლის შეგრძნება მქონდა და მაგიტომ ვამბობ, რომ ადამიანები წლებია არიან და იმათმა რაღა უნდა თქვან, მე 1 წელიწადში გამიჩნდა ეს შეგრძნება.

გადაწყვიტეს, რომ „სხვა კითხვები” აღარ იქნებოდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასთან დღემდე. ამ დრომდე გვაქვს კომუნიკაცია. იმ ერთ წელში ისეთი კარგი ინტერვიუები დავდე, რომ დარჩება არხის ისტორიასაც და ჩემს ისტორიასაც. სამწუხარო ამბავია”, – საუბრობს ნიკოლოზ ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები