LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა: მეუფე ჟურნალისტისგან დაინფიცირდა

202
F60286B7-2A5E-4F84-8302-DF4E78EB2583

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე წერს.

როგორც ჯაღმაიძე განმარტავს, მიტროპოლიტს ვირუსი ჟურნალისტისგან გადაედო.

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო.

როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება.

მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში, ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს,”-წერს ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g