LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვშია

255
Untitled design (30)

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პატრიარქ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში იმყოფება.

ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.

დეტალების გარკვევას „ფორტუნა“  საქართველოს საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურთან ცდილობს.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები