რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემზარავი ტრაგედია 20 აგვისტოს მოხდა.
მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა:
„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლადშესვენებულთა – ლაშას, ელისაბედის და თამარის სულის საოხად. „მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა, რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებულნი მონანი და მხევალნი ღმრთისანი: ლაშა, ელისაბედი, თამარი და მარიამი, და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.“ – წერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში.
„მადლობა ჩემო მეგობრებო, ვიცი, როგორ გტკივათ, მე ამაყი დედა ვარ, უფალმა მარიამის დედობა მარგუნა“ – ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ მარიამ დოხნაძეს დედა ემოციურად ემშვიდობება
ავარიის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა…
Posted by Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია on კვირა, 24 აგვისტო, 2025