LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუღებელია, ღარიბი ქვეყნები ვაქცინების მიღების რიგში ყველაზე ბოლოს იყვნენ – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

74
vaccine-cover-1

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია კოვიდ 19-ის ვაქცინის მწარმოებლებს განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინებს აწარმოებენ, მთელი მსოფლიოსთვის საკმარისი ვაქცინები უნდა შექმნან, ან მათი ტექნოლოგია განვითარებად ქვეყნებს გაუზიარონ“, – ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ღარიბი ქვეყნები ვაქცინების მიღების რიგში ყველაზე ბოლოს იყვნენ.

ნგოზი ოკონჯო-ივეალამ ხაზი გაუსვა კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ინდოეთის Serum Institute-ს შორის თანამშრომლობას, რის შედეგადაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის წარმოება ინდოეთში ხდება. მისი განცხადებით, „ასტრაზენეკას“ Novovax-მა, J&J-მა და ვაქცინების სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები