LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენტილატორთან ძილის უარყოფითი მხარეები – ექსპერტი

287
fan

ღია ფანჯარა თითქოს არაფერს ცვლის და იმისათვის რომ ღამე მშვიდი იყოს, ჩართული ვენტილატორით ძილი თითქოს ერთადერთი გამოსავალია. თუმცა, უამრავი მიზეზის გამო ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობისთვის კარგი ნამდვილად არ არის.

ძილის ექსპერტი მარკ რედიკი თვლის, რომ ვენტილატორთან ძილი როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებს მოიცავს.

დადებითი ისაა, რომ ოთახის ტემპერატურა არც თუ ისე მაღალია, ჰაერი ტრიალებს და ე.წ. თეთრი ხმაური ბევრ ადამიანს ძილშიც კი ეხმარება.

თუმცა, უარყოფითი ნაწილი დადებითს ნამდვილად გადაწონის.

ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც ვენტილატორი იწვევს არის  ალერგიული რეაქცია. ჰაერთან ერთად მტვრის ნაწილაკებიც ბრუნავს და ბუნებრივია ეს ბევრი ადამიანისთვის საზიანოა.

პრობლემის გამოწვევა მშრალ ჰაერსაც შეუძლია. ვენტილატორი ჰაერს იმდენად აშრობს, რომ ყელის სიმშრალის და კანის გამოშრობის მიზეზი ხდება. ამ დროს ღიზიანდება თვალიც, მითუმეტეს მაშინ როცა ადამიანი ლინზებს იყენებს.

მძიმე ჰაერი კუნთების დაძაბულობასაც იწვევს და ამის გამო ადამიანი ძალიან დაღლილი იღვიძებს.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არსებობს რამდენიმე ხერხი იმისთვის, რომ ღამე სიგრილე ვენტილატორის გარეშეც შეინარჩუნოთ:

  • საძინებელში მუქი ფარდები დაკიდეთ, მთელი დღის განმავლობაში მზის სხივები არ შემოუშვათ
  • სვით ცივი წყალი, ალკოჰოლზე და კოფეინზე უარი თქვით
  • გამოიყენეთ ბამბის თეთრეული
  • ძილის წინ ცივი შხაპი მიიღეთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g