LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად ბრიტანეთის დაინტერესებისა, ქართველი მწარმოებლები მოცვის რეალიზაციას ისევ რუსულ ბაზარზე აპირებენ – EastFruit

135
mocvebi

საქართველოში მოცვის მოსავლის აღება ერთ კვირაში დაიწყება. უკვე ცნობილია ის ბაზარიც, სადაც პროდუქციის ექსპორტი განხორციელდება. საკითხზე EastFruit წერს, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ესაუბრა.

EastFruit-ის მიერ გამოკითხული ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე საქართველოში 1500-2000 ტონა მოცვის მოსავალს მიიღებენ. მწარმოებლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი მთავარ მყიდველად ამ სეზონზეც დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ახლახან ბრიტანეთის ახალი პროდუქტების სავაჭრო ასოციაცია ქართული მოცვით დაინტერესდა და საქართველოში მოცვის ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას სტატიაც მიუძღვნა.

ქართული მოცვის კომპანია Blue Bird-ის თანადამფუძნებელი, ბაია სალუქვაძე ქართული მოცვისთვის ბრიტანეთის ბაზარს ამჟამად ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევს და მიზეზად ლოგისტიკისა და მიწოდების რთულ საკითხებს ასახელებს. ამასთან, ბაია სალუქვაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გასასვლელად ქართველ მწარმოებლებს არა მხოლოდ სერტიფიცირება, ხარისხი და შეფუთვა, არამედ კონკურენტუნარიანი ფასის დაწესებაც სჭირდებათ, რუსულ ბაზარზე კი დღეისთვის, მოცვის ფასი ევროპულზე მაღალია.

EastFruit-ის ცნობით, ადგილობრივი მწარმოებლები რუს მყიდველებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. პორტალის მონაცემებით, 2021 წლის სეზონის დასაწყისში ქართული მოცვი 30 ლარად (9,5 დოლარად) იყიდებოდა, სეზონის ბოლოს კი მისი ფასი 10 ლარამდე (3,2 დოლარამდე) დაეცა. წლევანდელი სეზონის ფასები ჯერ დადგენილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g