LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებამდე მუქარები შეუთვალა ოპოზიციონერ კანდიდატებს, სინამდვილეში კი მოსახლეობას, ასე ვერ გამოვა: მაგდა პოპიაშვილი

98
მაგდა-პოპიაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი მუქარები შეუთვალა ოპოზიციონერ კანდიდატებს, სინამდვილეში კი მოსახლეობას, რადგანაც მათზე ცდილობდა გავლენის მოხდენას, ასე ვერ გამოვა“, – ამის შესახებ თვითმმართველობის მკვლევარმა, მაგდა პოპიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. ის გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა: “ის დაფინანსება, რაც არის განსაზღრული, ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ მთავრობის ხელშია სხვა დამატებითი ბერკეტები”.

მისი განმარტებით, კანონით განსაზღვრული დაფინანსების წესი ყველა მუნიციპალიტეტისთვის თანაბარია.

„დაფინანსების წესი ყველა მუნიციპალიტეტისთვის არის ერთი და იგივე და ეს არის კანონით განსაზღვრული.

მუნიციპალურ ბიუჯეტზე, ტრანსფერებზე, განსახორციელებელი პროექტების ფონდი და აშ, რომელიც ნაწილდება რეგიონებში, არისკანონმდებლობით განსაზღრული. როგორ წარმოგიდგენიათ წალენჯიხას არ მისცეს ფული და დანარჩნ მუნიციპალიტეტს მიცეს? ვერანაირად ვერ გამოვა. ეს არარეალური მუქარაა. ცენტრალური მთავრობა და ფინანსური სამინისტრო ვერანაირად ვერ შეუზღუდავს მათ ფინანსებს“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად შეძლებენ ფუნქციონირებას კოალიციურად დაკომპლექტებული საკრებულოები და რეალურად, რა ბარიერები შეიძლება შეხვედეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს? მაგდა პოპიაშვილი რომ პირიქით, შესაძლოა პირიქით მოხდეს და საკრებულოს წევრებმა შეუქმნან ბარიერები მერებს.

„ოპოზიციონერი საკრებულოს წევრებს ნაკლებად შეხვდებათ ბარიერები, პირიქით, ეს ბარიერები შეიძლება შეუქმნან მერებს. კოდექსით განსაზღვრულია, რა შემთხვევაში შეიძლება მივიდეს საქმე ვადამდელ არჩევნებამდე.

მაგალითად, თუ სამი თვის განმავლობაში საკრებულო მერს ბიუჯეტს არ დაუმტკიცებს, ამ შემთხვევაში წყდება მერის უფლებამოსილება და თავად საკრებულოსიც. თუმცა რამდენად აწყობს ეს ოპოზიციურ საკრებულოს, ძალიან მეეჭვება. თუ უფლებამოსილება შეუწყდება ერთსაც და მეორესაც, მაშინ უკვე გადაყენებულ მერს ევალება სახელმწიფო მმართველის ფუნქციების შესრულება.

ყველაზე მძიმე, რაც კოდექსიც გვაქვს არჩეულ მერებზე არის უნდობლობის გამოცხადება. უნდობლობის გამოცხადებას არ ჭირდება არანაირი მიზეზი. ასეთი მექანიზმი გვაქვს კოდექსში და ეს მექანიზმი ჩაიდო დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე პრემიერის მოთხოვნით. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ უნდობლობა გამოუცხადოს მერს, მაშინ შეუძლიათ სრულიად უმიზეზოდაც კი გამოუცხადონ და ასე მივიდნენ ვადამდელ არჩევნებამდე.

ვისურვებდი, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი არ დადგეს, არამედ იყოს კრიტიკული თანამშრომლობა მერთან იმისთვის, რომ უფრო მეტი შედეგი დადოს მუნიციპალიტეტმა განვითარების გზაზე, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, ეს არის ევროპული მართვის მოდელი“,-განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

mazda magti 5g