LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“ – კობახიძე ჯანელიძესა და ხიდაშელზე

289
კობახიძე, ხიდაშელი, ჯანელიძე

„ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე:

„ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g