გარდაიცვალა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი, ინგა გორგაძე. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის ინგლისური ენის მიმართულების მასწავლებელი ინგა გორგაძე.
ინგამ სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში. წლების მანძილზე იგი ინგლისური ენის კათედრის, ხოლო 2011 წლიდან ენების ცენტრის თანამშრომელი იყო. ინგა გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, აკადემიურობით და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, რის გამოც იგი ყველასთვის საყვარელი კოლეგა და ლექტორი იყო.
ბოლო წლების მანძილზე ინგამ საოცარი ნებისყოფა გამოავლინა მძიმე სენთან ბრძოლაში. ცხოვრებისადმი მისი პოზიტიური დამოკიდებულება გულგრილად ვერ ტოვებდა გარშემომყოფებს. მიუხედავად მისი ხანმოკლე ცხოვრებისა, ინგა მრავალი თაობის აღმზრდელია. მან წარუშლელი კვალი დატოვა მისი სტუდენტების განვითარების კუთხით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის…
Posted by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University on Wednesday, August 30, 2023
ვუსამძიმრებთ ინგას ოჯახს და მეგობრებს. შესანიშნავ დედას, პროფესიონალ ანგლისტს, ყველასათვის საყვარელ კოლეგას და ლექტორს ვემშვიდობებით. ინგა გორგაძე მუდამ დარჩება ჩვენთვის ნათელი, უანგარო, კეთილსინდისიერი და მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნების მაგალითად“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.