„აპრილის თვესთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობამ იმატა. მიუხდავად უქმე დღეებისა დღიურად 200-220 ვაკანსია თავსდება საიტზე“-ამის შესახებ „ბიზნესკურიერთან“ Hr.ge-ს წარმომადგენელნა ინგა შახბაზიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად 3000 ვაკანსიაა საიტზე ხელმისაწვდომი და აქტიურობს საბანკო სფერო, გაყიდვების მიმართულება, ფარმაცია, ასევე გააქტიურდნენ სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიები.
ინგა შახბაზიანის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონებში აქტიურობა შეინიშნება ჰორეკა სექტორის მიმართულებით, ყველაზე აქტიური კი ისევ და ისევ ბათუმია. ბათუმში მთლიანი ვაკანსიების 15%-ია წარმოადგენილი.