LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად ვაქცინის დაგვიანებისა, საქართველოს კოვიდის მართვაში კარგი პერსპექტივები აქვს: თენგიზ ცერცვაძე

76
თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “მიუხე​დავად ორ-სამკვირიანი დაგვიანებისა, საქართველოს ვაქცინაციის მხრივ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მაჩვენებლების მხრივ, კარგი პერსპექტივები აქვს კოვიდის მართვაში”.

მისივე განცხადებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს, “მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე შემოვა” და ქვეყანაში არსებული ვნებათაღელვა, რომელიც ვაქცინაციასთან იყო დაკავშირებული დამთავრდება.

რამდენად საშიშია ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა, მაშინ როცა ევროპის 5-მა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერა – კულუმბეგოვის განმარტება

„ვაქცინის პირველი პარტია შემოვა შაბათს, 13 მარტს. მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე. ეს იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა, რომელიც წარმოებულია კორეაში და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია მსოფლიოში. ეს ვნებათაღელვა და ხმაური, რაც ქვეყანაში იყო, დამთავრდება. თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, 2-3 კვირით დაგვიანება გვქონდა, რაც არ უნდა გამხდარიყო ასეთი ვნებათაღელვის საფუძველი. მით უმეტეს, რომ ეს დაგვიანება არ იყო განპირობებული ქვეყნის, ან ჯანდაცვის სამინისტროს გადაცდომებით და იყო განპირობებული ობიექტური მიზეზებით. როგორც გეუბნებოდით, მიუხედავად ორ-სამკვირიანი დაგვიანებისა, საქართველოს ვაქცინაციის მხრივ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მაჩვენებლების მხრივ, კარგი პერსპექტივები აქვს კოვიდის მართვაში, რამეთუ პირველ პარტიას ვაქცინისას, ჩემი ინფორმაციით, ეტაპობრივად შემოჰყვება ახალი პარტიები. პრაქტიკულად ჩავარდნა და დროში დაშორება არ იქნება. შემოდის კიდევ ერთი პარტია „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერი“. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკები მწარმოებლებთან. ივნისისთვის შემოვა „ნოვავაქსის“ მილიონი დოზა,” – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, “არის იმის ძალიან დიდი ალბათობა და სერიოზული იმედი, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინაციის სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული რაოდენობა იქნება აცრილი”.

მისივე ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, დიდი ალბათობით ორშაბათიდან დაიწყება, ამისთვის კი შერჩეული კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკით არის აღჭურვილი, მედპერსონალი კი ერთი მხრივ ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის​, ხოლო მეორე მხრივ კი შესაძლო გართულებების მართვისთვის არის გადამზადებული.

“შაბათს ელოდებიან რომ შემოვა, განბაჟებასა და აუცილებელ პროცედურებს დასჭირდება ერთი ან ორი დღე და ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას“, – განაცხადა ცერცვაძემ.