LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად ყველა იმ პრობლემებისა, რომელიც ქვეყანაშია, ვფიქრობ მაინც დადებითად არიან განწყობილი და სავარაუდოდ, მხარდაჭერა ევროპის პარლამენტისგან გვექნება: ვანო ჩხიკვაძე

76
55b6330ce367bb3f8b1cd8221d59e669_XL (2)

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. მიიღებს, თუ არა ეს სამი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე კვირაში ევროკავშირის სამიტზე გაირკვევა.

რა პასუხი შეიძლება მივიღოთ ევროკავშირისგან?  ამ თემაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„სავარაუდოდ, როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში გარკვეული პირობები მოჰყვება ამას და ერთგვარი საგზაო რუკა, რომლის საშუალებითაც საქართველო შეძლებს წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადგენილი კრიტერიუმები არ არსებობს, თუმცა აქ წინა პლანზე წამოიწევს პოლიტიკური ნაწილი. ეს არის კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა და ა.შ. ზუსტად ამ ნაწილს ექცევა უდიდესი მნიშვნელობა.

რაც შეეხება ევროპარლამენტის განწყობას, მე როგორც ვიცი, მიმდინარეობს მზადება, რომ მათ მიიღონ რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. სავარაუდოდ ალბათ მომავალ კვირაში და იქ უფრო ნათლად გამოჩნდება ყველაფერი – როგორია მათი განწყობები, რას ფიქრობენ საქართველოსთან დაკავშირებით, როგორია შეფასებები.

ვფიქრობ მიუხედავად ყველა იმ პრობლემებისა, რომელიც ქვეყანაშია, მაინც დადებითად არიან განწყობილი და მხარდაჭერა სავარაუდოდ ევროპის პარლამენტში იქნება.

რაც შეეხება წევრ ქვეყნებს, იქ როგორი განწყობები იქნება ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა და ამას ვნახავთ მას მერე, რაც დაიდება შეფასება, რომელიც სადღაც 13 ივნისის შემდეგ იქნება“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რა შესაძლებლობებს ხსნის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის? ჩხიკვაძე პასუხობს, რომ პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური სარგებელი.

“ეს არის პოლიტიკური სარგებელი, პოლიტიკური მხარდაჭერა და ეს არის მომენტი, როდესაც ევროკავშირი ღიად ამბობს, რომ ეს ქვეყნები სამომავლოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია.

პრაგმატული კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის წვდომა სტრუქტურულ ფონდებზე, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას უფრო მეტი დაფინანსება მიიღოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი – 10 მაისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g