LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენის აეროპორტში ასობით რეისი გაუქმდა

air

გერმანულ ქალაქში ძლიერი თოვლის გამო 240-მდე რეისი გაუქმდა, 170-ფრენა კი დროებით გადაიდო.

რთულია სიტუაცია ასევე მაგისტრალებზე, სადაც უამინდობამ უზარმაზარი საცობები გამოიწვია და სერიოზული პრობლემები შეექმნა სარკინიგზო მიმოსვლასაც. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, რამდენიმე სარკინიგზო სადგური საერთოდ დაიხურა და ღია ცის ქვეშ დარჩენილი მგზავრების გადასაყვანად ხელისუფლებამ ავტობუსები გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც გერმანელი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, ძლიერი თოვა წესით დღეს უნდა შეწყდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g