LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მივდივარ, ახლა ახალგაზრდების დროა” – სილვესტერ სტალონე როკის დაემშვიდობა (ვიდეო)

6761504-0-image-a-32_1543435034567

სილვესტერ სტალონე როკი ბალბოას როლს აღარ ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად 72 წლის მსახიობმა დაადასტურა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველას 40 წლიანი ერთგულებისთვის. როკი არასდროს მოკვდება, რადგან ის თქვენში ცხოვრობს. ჩემი ისტორია აქ მთავრდება. მივდივარ, ახლა ახალგაზრდების დროა”, – ამბობს ამერიკელი მსახიობი ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში.

საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი სიტყვები მაიკლ ბი. ჯორდანს ეხება.

,,ამიერიდან მანტია შენ გეკუთვნის”, – აღნიშნავს ,,ოსკარებზე” ნომინირებული ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, რომ როკი ბალბოას როლი სილვესტერ სტალონემ მოკრივის შესახებ გადაღებულ 7 ფილმში შეასრულა. უკანასკნელად, მან ლეგენდარული პერსონაჟი ფილმების სერიის სპინოფში ,,კრიდი 2” განასახიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g