LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივდივართ ყველგან, სადაც მიღწევას შევძლებთ. მიგვაქვს პროდუქტები და მედიკამენტები. რაც ბევრნი ვიქნებით, მით მეტ რამეს მოვასწრებთ“ – აკა სინჯიკაშვილი

138
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-26T231517.785

მივდივართ ყველგან, სადაც მიღწევას შევძლებთ. მიგვაქვს პროდუქტები და მედიკამენტები. რაც ბევრნი ვიქნებით, მით მეტ რამეს მოვასწრებთ, – აღნიშნულის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ზოგ სოფელში ოთხი დღეა დენი არ არის და ფეხით ასვლაც ჭირს.

„ჩვენ ჩოხატაურში ვართ და ამხელა თოვლი მართლა არასდროს არ მინახავს. ეს, სახლი და ეზოს კარია. თითქმის არცერთი აღარ ჩანს.

საჯავახოდან მაღალი გამავლობის და ორხიდიანი მანქანით შესაძლებელია გადმოსვლა, პატრულმა თუ გამოგიშვათ. მძღოლიც კარგი ყოჩაღი უნდა, თორემ ძალიან სახიფათო გზაა. სოფლებში ყველაზე მაღალი საფრთხე, სახურავების ჩანგრევის საფრთხეა. თითქმის ყველგან, დახმარება სჭირდებათ სახურავის გადათოვლაზე.

რამდენიმეგან, ოთხი დღეა დენი არ არის. სოფლებში ასვლა ზოგან შესაძლებელია სპეც-მანქანებით და ოფროუდის დიდი მანქანებით. ბევრგან, ფეხითაც ვერ მიხვალთ, იმხელა უკვალავი თოვლია. ცენტრალურ გზებს, ტრაქტორები წმენდენ, მაგრამ მალევე ათოვს.

მოხალისეებს, ვინც ჩოხატაურში ხართ, ან მოდიხართ, მომწერეთ. შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან და დაგაკვალიანებთ. თუ გჭირდებათ, გაგატანთ პროდუქტებს და აუცილებელ მედიკამენტებს. დარჩენაც შეგიძლიათ, ვისაც დაგჭირდებათ.
აუცილებლად წამოიღეთ თოვლის ნიჩბები, აქ ვერ იყიდით.

ფულს ნუღა ჩაგვირიცხავთ, საკმარისზე მეტიცაა და ჯერჯერობით აქ ვიქნებით. ჩოხატაურში, ყველა, აქაურიც და ჩამოსულიც, მართლა ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. რამდენიმე დღეა არ დაუძინია ხალხს.

მივდივართ ყველგან, სადაც მიღწევას შევძლებთ. მიგვაქვს პროდუქტები და მედიკამენტები. რაც ბევრნი ვიქნებით, მით მეტ რამეს მოვასწრებთ.
მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g