რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი თემა ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
„მთავარი თემა ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მხარეებმა წამოვჭერით პრიორიტეტული თემების ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება.
გამოჩნდა გარკვეული შესაძლებლობები ტაქტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა მივემგზავრებით კიევში, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად და კონსულტაციებისთვის.
აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ კი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება“, – განაცხადა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.